ანგირასი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
09:22, 10 ივლისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ანგირასი − (ინდ.) ბრაჰმას მესამე ძე, რომელიც მისი პირიდან არის გამოსული.
იგია შუამავალი ადამიანებსა და ღმერთებს შორის. „ღმერთების ქურუმი“, „მსხვერპლშეწირვის უფალი“ აგნისთან არის დაწყვილებული, ზოგჯერ მის ძედ ან მის მშობელ მამადაა მიჩნეული. ანგირასი, როგორც თავად ბრძენი, ერთ-ერთი რიში შვიდთაგან, ბრძენკაცთა მოდგმის, მათ შორის მარქანდეიას, მამამთავარია.