ანგლოსაქსური არქიტექტურა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:18, 6 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ანგლოსაქსური არქიტექტურა – არქიტექტურული სტილი, რომელიც V-XI საუკუნეებში არსებობდა ინგლისსა და ნაწილობრივ უელსში. გამოირჩეოდა ნაგებობის კოშკების მართკუთხედოვანი (ზოგჯერ მრავალკუთხედოვანი) ფორმით, რომელიც შემოქობილი იყო ქვის ზოლურებით. ეს სტილი ძირითადად შეიცავდა კელტური არქიტექტურისა და რომაული საფორტიფიკაციო ხუროთმოძღვრების ნიშნებს.