ანგოლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:14, 9 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანგოლა (Angola – ანგოლის რესპუბლიკა) – სახელმწიფო აფრიკის სამხრეთ-დასავლეთით. დასავლეთით ესაზღვრება ატლანტის ოკეანე.

ფართობი 1246,7 ათ. კმ2. მოსახლეობა შეადგენს 18 მლნ. კაცს (2012), მოსახლეობის 98% დასავლეთ ბანტუს და კონგოს ჯგუფის წარმომადგენლები არიან. ოფიციალური ენა – პორტუგალიური. დედაქალაქი – ქ. ლუანდა. ადმინისტრაციული დაყოფა – 18 პროვინცია. სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური – პრეზიდენტი. საკანონმდებლო ორგანო – ერთპალატიანი ნაციონალური ასამბლეა.

დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა 1975 წლის 11 ნოემბერს. ანგოლა ეკონომიკურად სუსტად განვითარებული აგრარული ქვეყანაა. ძირითადია სამთო-მოპოვებითი მრეწველობა (ნავთობი, ალმასი, რკინის მადანი და სხვა) და სოფლის მეურნეობა.

საზღვაო პორტები: კაბინდა, ლობიტუ, ლუანდა. შეიარაღებული ძალების საერთო შემადგენლობა არის 109 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 100 ათ., სამხედრო-საჰაერო ძალები 7 ათ. და სამხედრო-საზღვაო ძალები – 2 ათ. დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები