ანდალუზიური ტანგო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:34, 20 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ანდალუზიური ტანგო – (ესპ. Tango Andaluz) ესპანური ცეკვა, რომელიც აღმოცენდა XIX საუკუნის მეორე ნახევარში. იგი სხვა ჟანრებთან ერთად საფუძვლად დაედო XIX ს.-ის დასასრულს წარმოშობილ ე. წ. არგენტინულ ტანგოს, რომელიც შემდგომში საყოველთაოდ გავრცელდა და ტანგოს სახელწოდებით ცნობილი გახდა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. ზომა ზუსტი, ორწილადი.