ანკერი განმბჯენი ქანჩით
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:13, 7 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ანკერი განმბჯენი ქანჩით – სარჭი, რომელიც მოჭიმულია ჩვეულებრივი ქანჩით. სარჭს აქვს გამსხვილებული კონუსური ბოლო, რომელიც ქანჩის მოჭერით შედის გრძელ გარსაცმში. დეფორმირებული გარსაცმი მჭიდროდ ეკვრის ნახვრეტის კედელს და მიიღება ანკერის საიმედო კონსტრუქცია.