ანკლავი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:14, 21 ნოემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ანკლავი, ენკლავი (ფრანგული enclave – მიწადაქსაქსულობა) – სახელმწიფოს სახმელეთო ტერიტორიის განცალკევებული ნაწილი, რომელსაც სხვა სახელმწიფოს ან სახელმწიფოების ტერიტორიები აკრავს გარს და საზღვაო ნაპირი არა აქვს; ხოლო თუ აქვს, სპეციალურ ლიტერატურაში ზოგჯერ მასნახევარ ანკლავს უწოდებენ. ანკლავთან საგზაო კავშირისა და სხვა კომუნიკაციის უფლება მისმა მფლობელმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს ანკლავის მომიჯნავე სახელმწიფოსთან დადებული შეთანხმებით.