ანტარქტიდა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ანტარქტიდა (ბერძნული antu – საწინააღმდეგო, arktikos – ჩრდილოეთი), სამხრეთ პოლარული კონტინენტი. ანტარქტიდას გარს აკრავს ატლანტის, ინდოეთის და წყნარი ოკეანეების ნაწილები თავისი კუნძულებით და ზღვებით. ფართობი – 52,5 მლნ. კმ2. ყინულოვანი საფრის ზედაპირის საშუალო სიმაღლე 2.040 მ-ს აღწევს. მუდმივი მოსახლეობა არ ჰყავს. ამჟამად ანტარქტიდაში დაბანაკებულია სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო სადგურები.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი 2017