არამაგნიტური მასალები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:00, 18 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
არამაგნიტური მასალები − პარა-, დია- და სუსტფერომაგნიტური მასალები, რომლებსაც მიეკუთვნება: აუსტენიტური ფოლადი და ზოგი სპეციალური თუჯი; შენადნობები სპილენძის, ტიტანისა და ალუმინის საფუძველზე, აგრეთვე მერქანი, პოლიმერი, მინა და სხვ. არამაგნიტური მასალებით ამზადებენ მანქანებისა და გემების კორპუსებს, საათის მექანიზმის დეტალებს, კომპასის ყუთებს, წყალქვეშა გემების მოწყობილობებს, ელექტროგამანაწილებელ ფარებსა და სხვ.