არამატერიალური მომსახურება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:42, 25 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არამატერიალური მომსახურება - (non-material, intangible service) - შრომის სპეციფიკური ეკონომიკური ფორმა, რომლის სასარგებლო ეფექტიც არამატერიალიზებულ მომსახურებაში ვლინდება. ეკონომიკური საქმიანობის სახეობათა საერთაშორისო სტანდარტული სამრეწველო კლასიფიკაციის მიხედვით, არამატერიალური მომსახურება ორ ჯგუფად იყოფა. პირველ ჯგუფს მიეკუთვნება პირადი მომსახურება, მეორეს - სოციალური მომსახურება. თუმცა ამგვარი დაყოფა პირობითია, ვინაიდან არსებობს მომსახურების ისეთი სახეობები, რომლებიც შეიძლება მივაკუთვნოთ როგორც ერთ, ისე მეორე ჯგუფს.

მაგალითად, განათლება, ჯანმრთელობის დაცვა, კულტურა და ა.შ. აკმაყოფილებს არა მხოლოდ პირად, არამედ სოციალურ მოთხოვნილებებსაც. არამატერიალურ მომსახურებას განსაკუთრებული ადგილი უკავია მომსახურების სფეროში. მის წამყვან დარგებში ეკონომიკური საქმიანობა განიხილება არასაბაზრო მექანიზმის ფუნქციონირების, საზოგადოებრივი საქონლის თეორიის, საბიუჯეტო დაფინანსებისა და ნორმატიული ეკონომიკის პოზიციებიდან. დასავლეთში საყოველთაოდ აღიარებულია, რომ სოციალურ-კულტურული მომსახურების მნიშვნელოვანი ნაწილი, აგრეთვე სახელმწიფო მმართველობის, უშიშროების ორგანოების მომსახურება და სხვ., რაც საზოგადოებრივ საქონელს წარმოადგენს, ქმნის ეკონომიკის არასაბაზრო სექტორს.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები