არბიტრაჟი ად-ჰოკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:13, 13 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
არბიტრაჟი ად-ჰოკი – (arbitrage „ad hoc”), არბიტრაჟი, რომელიც იქმნება კონკრეტულ კონტრაქტთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადასაწყვეტად.
უთანხმოებას, როგორც წესი, განიხილავს სამი პირი: ორი არბიტრი (მოსარჩელისა და მოპასუხის) და ერთი სუპერარბიტრი. კონტრაქტში დაწვრილებით არის განხილული არბიტრების არჩევისა და დანიშვნის წესები, დადგენილია გადაწყვეტილებათა მიღების საბოლოო ვადები. ჩვეულებრივ არბიტრებად იწვევენ საგარეო-სავაჭრო ოპერაციების საუკეთესო სპეციალისტებს. ისინი შეიძლება იყვნენ მეცნიერები, ფირმების პრეზიდენტები, ადვოკატები, სახელმწიფო ორგანიზაციების მოსამსახურეები. აუცილებლობის შემთხვევაში არბიტრებად შეიძლება მიიწვიონ ტექნიკური ექსპერტები.