არენდა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:12, 29 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
არენდა - (rent) (<ლათ. arrendare გაქირავება) - ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ერთი მხარე (მეარენდე) აძლევს მეორე მხარეს არენდატორს ქონებას (მიწას, შენობა-ნაგებობებს, სამრეწველო და სავაჭრო საწარმოებს, დროებით გამოუყენებელ მოწყობილობებს, სატრანსპორტო საშუალებებსა და სხვ.) დროებით სარგებლობისათვის განსაზღვრული ქირით. არენდატორი ვალდებულია გადაიხადოს საარენდო გადასახადი შრომითი საქმიანობის შედეგების მიუხედავად. არენდირებული ქონება შეიძლება გახდეს არენდატორის საკუთრება, თუ ეს უკანასკნელი მას მთლიანად გამოისყიდის.