არტილერია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:04, 10 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არტილერია (ფრანგული atillier – მომზადება, აღჭურვა)

  1. ჯარების გვარეობა;
  2. იარაღის (შეიარაღების) სახეობა;
  3. საარტილერიო

შეიარაღების მოწყობილობის, მისი საბრძოლო გამოყენების, თვისებებისა და ხერხების შესახებ მეცნიერული ცოდნის სისტემა.

როგორც ჯარების გვარეობა, არტილერია წარმოადგენს საარტილერიო შენაერთებს, ნაწილებსა და ქვედანაყოფებს, რომლებიც ორგანიზაციულად შედიან ოპერატიული გაერთიანების, საერთო საჯარისო შენაერთის, ნაწილებისა და ქვედანაყოფების შემადგენლობაში ან უმაღლესი მთავარსადლობის რეზერვში.

არტილერია, როგორც იარაღის სახეობა, მოიცავს საარტილერიო ქვემეხებს მათი გადაადგილების საშუალებებითურთ, მათ საბრძოლო მასალებს, საბრძოლო უზრუნველყოფის საშუალებებს (ცეცხლის მართვის, საარტილერიო დაზვერვის და სხვა) და დამხმარე საშუალებებს.

არტილერია, როგორც მეცნიერული ცოდნის სისტემა, სწავლობს საარტილერიო შეიარაღების მოწყობილობის, ექსპლუატაციის, დაპროექტების, წარმოების საკითხებს, მის საბრძოლო თვისებებს, სროლისა და საბრძოლო გამოყენების ხერხებს.

არტილერიის შესახებ მეცნიერული ცოდნის სისტემის მთავარი შემადგენელი ნაწილებია:

  • ბალისტიკა,
  • მოწყობილობის და დაპროექტების საფუძვლები,
  • მატერიალური ნაწილის წარმოება,
  • რემონტი, შენახვა და ექსპლუატაცია, საბრძოლო გამოყენება, სროლის ცეცხლის მართვის თეორია და არტილერიის ისტორია.

სახმელეთო ჯარების თანამედროვე არტილერია იყოფა: საჯარისო (ზოგიერთი ქვეყნის არმიებში – საველედ) და უმაღლესი მთავარსარდლობის რეზერვის არტილერიად, ხოლო დანიშნულების მიხედვით – სახმელეთოდ და საზენიტოდ.

სახმელეთო არტილერია იყოფა: საბრძოლო თვისებების მიხედვით – საზარბაზნო, საჰაუბიცო, რეაქტიულ, ტანკსაწინააღმდეგო, სამთო და ნაღმსატყორცნებად; გადაადგილების ხერხების მიხედვით – თვითმავალ, ბუქსირებად (მექანიკური ან ცხენის წევისა), თვითმოძრავ გადასატან, სარკინიგზო, სასაპალნე და სტაციონარულად. სამხედრო-საზღვაო ფლოტის (საზღვაო) არტილერია მოიცავს სახომალდო და სანაპირო არტილერიას.

საარტილერიო სისტემათა კონსტრუქციების თავისებურებების მიხედვით გამოყოფენ ლულიან კუთხვილ, გლუვლულიან, არაუკუმგორავ, რეაქტიულ, საკაზემატო, უნივერსალურ არტილერიას. მისი საცეცხლე და ტაქტიკური ქვედანაყოფია ბატარეა, ძირითადი საცეცხლე და ტაქტიკური ქვედანაყოფი – დივიზიონი, ერიო დივიზიონები შეიძლება გაერთიანებული იყოს საარტილერიო პოლკებად ან საარტილერიო ბრიგადებად, ხოლო ბრიგადები (პოლკები) – საარტილერიო დივიზიებად. არტილერიის შეიარაღებაზე არის სხვადასხვა კალიბრის ზარბაზნები, ჰაუბიცები, ზარბაზან-ჰაუბიცები და ჰაუბიცა-ზარბაზნები, ნაღმსატყორცნები, 57, 85 და 100-მმ ტანკსაწინააღმდეგო ზარბაზნები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის საბრძოლო მანქანები (გამშვები დანადგარები).


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები