არტურ ეშის სტადიონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:35, 4 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არტურ ეშის სტადიონი – (ინგლ. Arthur Ashe Stadium), ჩოგბურთის ღია სტადიონი ნიუ-იორკში (აშშ), სადაც ყოველ წელს ტარდება „დიდი სლემის“ რიგით მეოთხე ტურნირი – აშშ-ის ღია პირველობა. გაიხსნა 1997 წელს. ტევადობაა 22547 მაყურებელი. ტრიბუნებზე განლაგებულია 90 ლუქსის ტიპის ლოჟა და 5 უმაღლესი კლასის რესტორანი. სტადიონი გეგმით რვაკუთხედის ფორმისაა. მზიდი კონსტრუქციების დასამზადებლად გამოყენებულია მაღალი კლასის რკინაბეტონი და ფოლადი, ხოლო კეთილმოწყობისათვის – მერქანი და პლასტმასა. არტურ ეშის სტადიონი მსოფლიოში ჩოგბურთის ყველაზე დიდი ღია სტადიონია.




წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები