არქიტექტურული კომპოზიცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:55, 5 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
არქიტექტურული კომპოზიცია – განსაზღვრული ჩანაფიქრის მიხედვით შენობის იერის შერწყმა და დაკავშირება მის გარემომცველ გარემოსთან. მისი ძირითადი საშუალებებია: მასშტაბურობა, პროპორცია, რიტმი, კონტრასტი, ნიუანსი, სიმეტრია და ასიმეტრია. ამ მიმართებით ყველაზე ძველი ნაშრომია ძვ.წ. I საუკუნის რომაელი არქიტექტორის მარკ ვიტრუვიუს პოლიონის ტრაქტატი – „ათი წიგნი არქიტექტურის შესახებ“, რომელიც პრაქტიკულად ტექნიკური მეცნიერების ენციკლოპედიაა. ავტორის აზრით არქიტექტურა ძირითადად სამ დარგს მოიცავს, ესაა: სამშენებლო ტექნიკა და მშენებლობა (I-VIII წიგნი), დროის საზომი ხელსაწყოების შექმნა ((IX წიგნი) და მექანიკა, ანუ ტვირთ- და წყლის ასაწევი მანქანების, საალყო და სატყორცნი იარაღის დამზადება