არქიტექტურული ფორმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:19, 27 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არქიტექტურული ფორმანაგებობის შესაბამისობა თავის პირდაპირ დანიშნულებასთან, რაც ითვალისწინებს კომპლექსის ზოგად დაგეგმარებას, კონსტრუქციების სიმტკიცესა და მდგრადობას, ეკონომიკურობას. ამ ამოცანის გადაწყვეტის ხასიათის მიხედვით არჩევენ საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობების, სამრეწველო შენობებისა და ხიდების არქიტექტურას ანსამბლის ერთიანობასთან შეხამებით. მონუმენტური არქიტექტურული ფორმა განვითარების პარალელურად ვითარდება მცირე ფორმების არქიტექტურაც – პატარა ნაგებობები, გამოყენებული ღია სივრცეების ორგანიზაციისათვის და არტიტქტუტული ქალაქთმშენებლობის ან საბაღე-საპარკო კომპოზიციის შესავსებად (შადრევანი, კიბე, ღობე, შუქფარანი, კაფე, სავაჭრო ობიექტი, ჯიხური, სარეკლამო ბანერი და სხვ.).



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები