არხნიშნა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:25, 26 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
არხნიშნა (არხჷნშნა) - აფხ .კერიის საკიდი ჯაჭვი, მეგრ. ნაჭა. დიდი ოჯახის ერთობლიობის სიმბოლო. ეს ჯაჭვები სხვადასხვა ფორმისა და ზომის წრიული რგოლებისგან შედგებოდა, ზოგჯერ მათ ციფრ 8-ის ფორმა ჰქონდათ. შუაში მრგვალი და უფრო დიდი ზომის რგოლი უკეთდებოდა, რომელზედაც საკიდელი იყო გაკეთებული. საკიდელზე ქვაბს კიდებდნენ და შემდეგ, ცეცხლიდან რა სიშორეზეც უნდოდათ, რგოლზე ამაგრებდნენ. აფხაზებში კერა მუდმივი ცეცხლით და კერის ჯაჭვით - წმინდა ადგილი და წმინდა ნივთი იყო. კერასთან სხვადასხვა საოჯახო ღვთაების ლოცვები ეწყობოდა. პატარძლისათვის „კერიასთან ზიარება“ აუცილებელი პირობა იყო. ოჯახი ქალიშვილს მზითევში კერის ჯაჭვს აუცილებლად ატანდნენ.