არჯი აღბიური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:44, 29 მაისი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
არჯი აღბჲურ-ი (სომხ. Առջի աղբյուր) – ზიარათის წმინდა მთის ფერდობზე მჩქეფარე წმინდა წყარო სომხური რწმენა-წარმოდგენების მიხედვით. გადმოცემის თანახმნად, მან სიცხითა და წყურვილით გათანგული დათვის ლოცვის შედეგად ამოხეთქა; როცა ნადირმა წყურვილი მოიკლა, იგი მეხმა მოკლა. ამ წყაროსთან ზაფხულობით მუდმივად თავს იყრიან წყლის დასალევად მოსული დათვები; ისინი სჯიან იმ ადამიანებს, რომლებიც წყაროს უდიერად ექცევიან.
ლიტერატურა
Петрушевский И. О дохристианских верованиях крестян Нагорного Карабаха // Известия АзГНИИ. Историко-этнографическое и археологическое отделение. Т. I. Вып. 5. Баку, 1930.