ასპინძურა შავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:47, 15 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ასპინძურა შავი – მესხური ვაზის ადგილობრივი ჯიში, საღვინე და სუფრის ყურძენი, უხვმოსავლიანი. ფოთოლი საშუალო ზომისაა: 11X14 სმ, მომცრო და გულისებრი ფორმის, მუქი მწვანე, ქვედა მხარე – ოდნავ შებუსული. მტევანი საშუალო ზომისაა – 16X9 სმ, კონუსისებრი ფორმის, საშუალო წონა – 140 გრ, ცალკეულ მტევნები – 300-400 გრ. მარცვალი თხელკანიანი, წვნიანი და უხვმოსავლიანია. ყურძნის წვენის შაქრიანობა – 19.4 %, მჟავიანობა – 8-9 გრ/ლ. სოკოვანი და ავადებების მიმართ ნაკლებმგრძნობიარეა, ყინვა და გვალვაგამძლეა. კარგი არომატითა და ბუნებრივი შუშხუნა თვისებებით ხასიათდება. 1950-იან წლებში გავრცელებული იყო სოფლებში – ასპინძის, ოშორისა და ტოლოში მიდამოებში.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები