ატომური არტილერია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:15, 15 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ოპერაცია Upshot-Knothole Grable ამერიკული ატომური არტილერიის გამოცდა 1953 წელს შტატ ნევადაში
ატომური არტილერია – სპეციალური საარტილერიო ქვემეხები, რომლებიც ისვრიან მხოლოდ ბირთვულ საბრძოლო მასალებს პირველი ასეთი ქვემეხი გახდა ამერიკული 42,6 ტ. მასის 280-მმ ზარბაზანი (1951).
50-იან წლებში ატომური არტილერია შეიქმნა სსრ კავშირშიც: დამზადდა 406-მმ „კონდენსატორ“ ზარბაზნის და 420-მმ „ოკა“ ნაღმსატყორცნის რამდენიმე საცდელი ნიმუში მუხლუხა თვითმავალ შასიზე. მაგრამ ისინი არ მიუღიათ შეიარაღებაში მეტისმეტად დიდი გაბარიტისა და მასის გამო (დაახლოებით 65ტ), მიზეზი ისიც იყო, რომ გაჩნდა შესაძლებლობა, შეექმნათ ნაკლები კალიბრის საარტილერიო ბირთვული ჭურვები, რომელთა სროლა შეიძლებოდა საველე არტილერიის ჩვეულებრივი ქვემეხებიდან. ამის გამო ტერმინი ხმარებიდან გამოვიდა.