აღმოსავლეთ ტიმორი
აღმოსავლეთ ტიმორი (Timor - ტიმორლესტის დემოკრატიული რესპუბლიკა), სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. მოიცავს ტიმორის კუნძულების ჩრდილოეთდასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებს, პულაუ-ატაუროს და პულაუ-ჯაკოს კუნძულებს. საერთო ფართობი შეადგენს 15 ათ. კმ2, ხოლო მოსახლეობა 1,1 მლნ. კაცს (2012), ოფიციალური ენები - ტეტუმი და პორტუგალიური. დედაქალაქი - ქ. დილი. იყოფა 13 ადმინისტრაციულ ოლქად. სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი. საკანონმდებლო ორგანო - ერთპარტიული ეროვნული პარლამენტი. აღმსარულებელი ხელისუფლება - სახელმწიფო საბჭო (მთავრობა). აღმოსავლეთ ტიმორმა დამოუკიდებლობა მიიღო 2002 წლის 20 მაისს. აღმოსავლეთ ტიმორის თავდაცვითი ძალები შეიცავენ სახმელეთო ჯარებს და სამხედრო-საზღვაო ძალებს, საერთო შემადგენლობა - 1,3 ათ. კაცი.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.