აშვირხვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:11, 24 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აშვირხვა (აშοჷრხοა) - აფხ. სპეციფიკურად მომზადებული ყველი (აშვჩაშვ (აშο ჩაშ ο), აშვ-აჭაპან (აშο აჭაპან) . რამდენიმე ხნით დაყოვნებულ ახალ ამოყვანილ ყველს ჯამში ჩადებენ. მასზე ადუღებულ წყალს ასხამენ, რომელშიაც წინდაწინ უკვე სხვადასხვა არომატული მწვანილი, ახალი ხახვია ჩახარშული და მარილით შეზავებული. ამგვარ ადუღებულ წყალში გამდნარ ყველს კვლავ მწვანილის წვრილ ფენებს შეურევენ. შემდეგ გააბრტყელებენ და კვადრატულ მცირე საკვებ ნაჭრებად ჭრიან.