აშკარა დანახარჯი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:33, 2 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აშკარა დანახარჯი - (explicit expense) - დანახარჯი, რომელიც აშკარა (ფულადი) გადასახდელის ფორმას იღებს და ხმარდება წარმოების ფაქტორებისა და შუალედური პროდუქტის მიმწოდებლებს. იგი საბუღალტრო წიგნში რეგისტრირებული ფულადი დანახარჯია. აშკარა დანახარჯს მიეკუთვნება მუშების ხელფასი, მენეჯერთა გასამრჯელო, საკომისიო გადასახდელი სავაჭრო ფირმებისათვის, საბანკო და საფინანსო მომსახურების სხვა მიმწოდებელთა შრომის ანაზღაურება, ჰონორარები იურიდიული კონსულტაციებისათვის, სატრანსპორტო ხარჯების განაღდება და სხვ.