აჩაფარა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:07, 15 ივლისი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აჩაფარა (აჩალტ) - აფხ. წნული ლასტი. „ფაცხის“ და „ამასარ-თძ-ს“ ტიპის საცხოვრებელში, გადახურვის ქვემოთ, ნივნივების შვერილებზე იდებოდა და ჭერის იმიტაციას ქმნიდა (ქართულიდან და მეგრულიდან ნასესხები აჩალტი სიმინდის ჩალის ხმელი ღეროებისგან დაწნული ლასტია). ადრეულ ხანაში, ფაცხის ტიპის საცხოვრებლის კედლისათვის წნულ ლასტებს იყენებდნენ. ისინი გარედან მჭიდროდ მიწაში ჩამაგრებულ და წნული კედლის ზედაპირზე მყარად მიკრული ბოძებით მაგრდებოდა. ზამთარში ლასტებს შიგნიდან ნაკელთან შერეული თიხით ლესავდნენ, სიცივისა და ნესტისაგან რომ დაეცვათ თავი. აჩაფარა/აჩალტ< მეგრ. იმერ. ლასტი.