ახჲა-ჩაფა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:06, 1 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ახჲა-ჩაფა - აფხ. შეკმაზული წაბლი, წაბლისაგან მომზადებული საკვები. კარგად გამომშრალ წაბლს კანისაგან გასუფთავების შემდეგ ქვაბში დიდხანს ხარშავდნენ სქელი ფაფის მიღებამდე. გახეხილი ნიგვზით აზავებდნენ. მაგიდაზე ცალკეულ ულუფებად დებდნენ. შუაგულში კი ნიგვზის ზეთს ასხამდნენ. ესსაკვები ღომს ცვლიდა. ხშირად დაფქულ ნიგოზსაც ურევდნენ.