ბაბილონი
ბაბილონი. - (Babele.) ქალაქი შუამდინარეთში, ევფრატის ნაპირზე, ახლანდელ ქალაქ ჰილის (ერაყის) მახლობლად. იგი მიჩნეულია მსოფლიო ქალაქად. სიტყვა „ბაბილონი“ ნიშნავს შერევას. ბიბლიის მიხედვით, ამ ადგილას მსოფლიოს პირველი ხალხი აშენებდა ე.წ. ბაბილონის კოშკს, რომლის წვერი უნდა მისწვდომოდა ღმერთს. ამით ხალხი ცდილობდა გაქცეოდა ღმერთის რისხვას, თუ ღმერთი კაცობრიობას მეორედ მოუვლენდა წარღვნას. ეს უგნურება და ამპარტავნება არ აპატია უფალმა და მანამდე ერთ ენაზე მოლაპარაკე ხალხს ენა აურია და წარმოიშვა სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ერები.
მითოლოგიის მიხედვით, ბაბილონი „ღმერთების კარი“, ბაბილონეთის დედაქალაქი. მიწიერ ქალაქს ცაში აქვს თავისი წინასახე, რომლის გეგმითაც აშენდა იგი.
ბაბილონი წარმოდგენილია ღმერთების საკრებულოდ, რომლის სათავეში ზის მარდუქი და განაგებს არა მხოლოდ ქალაქისა და ქვეყნის, არამედ მთელი სამყაროს ბედს.
წყარო
- მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის
- ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი,2013