ბაბიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:05, 24 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბაბიტი − (ინგლ. Babbit < ამერიკელი გამომგონებლის ი. ბაბიტის სახელის მიხედვით), შედარებით ძველი და ამჟამად ფართოდ გამოყენებული ანტიფრიქციული ძნელდნობადი (2320°C) პლასტიკური არაერთგვაროვანი შენადნობი კალისა და ტყვიის საფუძველზე სტიბიუმის, სპილენძის და სხვ. ელემენტების დანამატით. ის უზრუნველყოფს საკისრის თანაბრად მიბრჯენას და მუშაობას როგორც ლილვთან, ისე საყრდენთან. აქვს ხახუნის დაბალი კოეფიციენტი. გამოიყენება მაღალ დატვირთვებზე და სიჩქარეებზე მომუშავე საკისრების ზედაპირების დასაფარავად.