ბაგრატ II (ქართველთა მეფე)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:06, 18 ივნისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბაგრატ II − ქართველთა მეფე (958-994), იგივე ბაგრატ III ერისთავი. ბაგრატ მაგისტროსის ძმის სუმბატ კურაპალატის ძე. ბაგრატ III-ის, ერთიანი საქართველოს პირველი მეფის პაპა დავით III დიდი მას ეკუთვნოდა ბიძაშვილად. იგი დავით III-ს დაეხმარა ადარბადაგანის ამირა მამლანის და სხვა ამირების შეერთებული ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში.