ბაზარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბაზარი - სავაჭრო ცენტრი, სავაჭრო სახლი//ქულბაქი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა მოსახლეობის ფართო მასებისთვის სხვადასხვა სახის საქონლისა და სურსათ-სანოვაგის, გაცვლაგამოცვლისა და ყიდვა-გაყიდვის უმთავრეს ცენტრს. საქართველოს დაბა-ქალაქებში უძველესი დროიდან არსებობდა ბაზრებიდა შესაბამისად მათთანაა დაკავშირებული ვაჭრობა-ხელოსნობის აღმავლობა. სტრაბონი იცნობს იბერიის ბაზრებს და ზოგადად მაღალი შეხედულებისაა მათზე.საქართველოს ქალაქების ცენტრალური ბაზრების გარდა, საეკლესიო დღეობებსა და დღესასწაულებზე, სხვადასხვა კუთხეში იმართებოდა ბაზრობები, რომელთაგან ზოგიერთი საკმაოდ მასშტაბური ხასიათის იყო.
- ე.ნ.