ბაზარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:14, 29 სექტემბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბაზარი - სავაჭრო ცენტრი, სავაჭრო სახლი // ქულბაქი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა მოსახლეობის ფართო მასებისთვის სხვადასხვა სახის საქონლისა და სურსათ-სანოვაგის, გაცვლა-გამოცვლისა და ყიდვა-გაყიდვის უმთავრეს ცენტრს.
საქართველოს დაბა-ქალაქებში უძველესი დროიდან არსებობდა ბაზრებიდა შესაბამისად მათთანაა დაკავშირებული ვაჭრობა-ხელოსნობის აღმავლობა. სტრაბონი იცნობს იბერიის ბაზრებს და ზოგადად მაღალი შეხედულებისაა მათზე.საქართველოს ქალაქების ცენტრალური ბაზრების გარდა, საეკლესიო დღეობებსა და დღესასწაულებზე, სხვადასხვა კუთხეში იმართებოდა ბაზრობები, რომელთაგან ზოგიერთი საკმაოდ მასშტაბური ხასიათის იყო.
- ე.ნ.