ბაზილიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაზილიკა - (ბერძ.) „სამეფო“. ის სპარსეთის მეფის სააუდენციო დარბაზს ეწოდებოდა. სპარსეთიდან ტერმინი „ბაზილიკა“ პირველად რომაელებმა გადაიღეს და ისინი იყენებდნენ მას სასამართლო სხდომების ჩასატარებელი დარბაზის სახელად. აგრეთვე გამოიყენებოდა შეკრებათა, საქმიან გარიგებათა ცენტრების სახელწოდებადაც. დღევანდელ დღეს ბაზილიკა არის ქრისტიანული ტაძრის ერთ-ერთი გავრცელებული ტიპი IV საუკუნიდან. საქართველოში გვაქვს ერთ, ორ და სამნავიანი ბაზილიკები. ბაზილიკა გეგმაში მართკუთხედს წარმოადგენს. ზოგჯერ ერთნავიან ბაზილიკაში აერთიანებენ დარბაზული ტიპის ტაძარსაც.



წყარო

ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები