ბაიაზიდ I

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:22, 13 ნოემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაიაზიდ I, ილდირიმი (თურქეთი – ელვა) (1354 ან 1360 – 1403), ოსმალეთის სულთანი (1389-1402). აგრძელებდა თავის წინამორბედთა დამპყრობლურ პოლიტიკას. მისი ხელმძღვანელობით ოსმალთა ჯარმა დაიპყრო სერბია (1389), ბულგარეთი (1393-96), მაკედონია, თესალია. 1396 წელს ნიკოპოლთან, დუნაიზე, დაამარცხა ჯვაროსანთა ლაშქარი, დაიმორჩილა ბოსნია და განამტკიცა ოსმალთა პოზიციები ბალკანეთის ნახევარკუნძულზე.

ანატოლიაში ბაიაზიდ I-მა დაიმორჩილა ოსმალთა საამიროები. 1394-1401 წლებში რამდენიმეჯერ ალყა შემოარტყა კონსტანტინოპოლს. 1402 წელს შეებრძოლა ანატოლიაში შეჭრილ თემურლენგს, მაგრამ ანგორასთან (ანკარის ძვ. სახელწოდება) დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა. გარდაიცვალა ტყვეობაში.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები