ბაიროითის თეატრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:42, 16 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბაიროითის თეატრი - რიჰარდ ვაგნერის ოპერების შესრულებისათვის განკუთვნილი თეატრი ქ. ბაიროითში (გერმანია, ბავარია). გაიხსნა 1876 წელს.
1882-იდან აქ ყოველწლიურად ტარდება ფესტივალები (იდგმება ვაგნერის ოპერები). ბაიროითში არიან დაკრძალულნი რ. ვაგნერი და მისი სიმამრი ფ. ლისტი.