ბალიში
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:20, 29 სექტემბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბალიში - თავის დასადები, მოქნილი ტყავის ან ნაჭრებით შეკერილი. მატყლით, ბამბით, თივით გატენილი, ოთხკუთხი ფორმის. იცოდნენ ტყავის ყურ-ბალიშიც. ქართულ არისტოკრატიულ ოჯახებში გამოიყენებდნენ აბრეშუმისა და ხავერდას მოქარგულ ბალიშებს. ბალიშ-მუთაქებს პრაქტიკული დანიშნულების გარდა სამშვენისის დანიშნულებაც ჰქონდა.
ლიტერატურა
ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973. ნ.ჯ.