ბანგლადეში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Bangladeshi drosha.png

ბანგლადეში (ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკა) – სახელმწიფო სამხრეთ აზიაში. სამხრეთით ესაზღვრება ინდოეთის ოკეანე ბენგალიის სრუტით.

ფართობი: 143,9 ათ. კმ2.

მოსახლეობა: 156 მლნ. კაცი (2012), დასახლებულია ძირითადად ბანგლადეშელებით.

ოფიციალური ენა: ბენგალური და ინგლისური.

დედაქალაქი: ქ. დაკა. ადმინისტრაციული

დაყოფა: – 4 ოლქი.

ბანგლადეში უნიტარული რესპუბლიკაა, შედის დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობაში. სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი.

საკანონმდებლო ხელისუფლება: ერთპალატიანი ეროვნული კრება, აღმასრულებელი

ხელისუფლება: პრეზიდენტი და მთავრობა.

დამოუკიდებლობა აღიარეს 1971 წლის 26 მარტს. ბანგლადეში აგრარული, ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყანაა მსოფლიოში.

ძირითადი საზღვაო პორტებია: ჩიტაგონგი, მონგლა.

საერთაშორისო აეროპორტებია: დაკა, ჩიტაგონგი.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 157 ათ. კაცი (2012). შედგება სახმელეთო ჯარებისგან 126 ათ., სამხედრო-საჰაერო – 14 ათასი და სამხედრო-საზღვაო ძალებისაგან – 17 ათ. დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებული პირებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები