ბარბაკანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:33, 16 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბარბაკანი − (ფრანგ. Barbacane < კელტ. bar წინ და bach ზღუდე, გალავანი), საფორტიფიკაციო მცირე ზომის ნაგებობა, რომლის დანიშნულებაა ციხე-სიმაგრის შესასვლელის დამატებითი დაცვა. უმეტესად წარმოადგენდა კოშკს გამოტანილს ციხის კედლებს (გალავანს) გარეთ, რომელიც დაკავშირებული იყო მოარშიებული კედლებით (გასასვლელით) ან ხიდით (თუ ბარბაკანი აშენებული იყო ხიდის დასაცავად). გავრცელდა XV-XVI საუკუნეებში საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში.