ბატალიონის არტილერია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:27, 6 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბატალიონის არტილერია - საშტატო საარტილერიო ქვედანაყოფები, რომლებიც უშუალოდ ექვემდებარებიან ბატალიონის მეთაურს.
შეიარაღებაში აქვთ ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხები, ნაღმსატყორცნები და ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები, რომლებიც გამოირჩევიან მცირე მასით და გაბარიტით, მაღალი მობილურობით და სწრაფსროლით. განკუთვნილია ბრძოლაში ქვეითი ქვედანაყოფების უშუალო მხარდაჭერისათვის.