ბაჰამის კუნძულები
ბაჰამის კუნძულები - (The Commonwealth of the Bahamas - ბაჰამის კუნძულების თანამეგობრობა), სახელმწიფო ვესტინდოეთში, ბაჰამის კუნძულებზე, ატლანტის ოკეანეში.
საერთო ფართობი - 13,9 ათ. კმ2. მოსახლეობა - 307,5 ათ. კაცი (2012), 75%-ზე მეტი ბაჰამელები (მულატები და ზანგები).
ოფიციალური ენა - ინგლისური.
დედაქალაქი - ქ. ნასაუ.
ადმინისტრაციულად იყოფა 18 ოლქად. ბრიტანეთის თანამეგობრობის წევრი. სახელმწიფოს მეთაური - დიდი ბრიტანეთის მონარქი, წარმოდგენილი გენერალ-გუბერნატორით.
საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი.
აღმასრულებელი ორგანო - მთავრობა.
დამოუკიდებელი სახელმწიფოა 1973 წლის 10 ივლისიდან.
ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს საერთაშორისო ტურიზმი, საფინანსო და სავაჭრო ოპერაციები.
გააჩნია ორი საზღვაო პორტი და ორი საერთაშორისო აეროპორტი.
შეიარაღებული ძალები სამხედრო-საზღვაო ძალებთან ერთად საერთო შემადგენლობით - 860 ათ.კაცი (2012). დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებით.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.