ბგერაშთანთქმადი მასალა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:21, 5 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბგერაშთანთქმადი მასალა – მასალა დიდი რაოდენობის ღია, ერთმანეთან შეერთებული ფორებით, რომელთა მაქსიმალური დიამეტრი არ აღემატება 2 მმ-ს (ასეთი მასალების საერთო ფორიანობა 75%-ზე მეტია). ბგერაშთანთქმად მასალას აქვს მარცვლოვანი ან უჯრედოვანი აგებულება. სიმკვრივე არ აღემატება 500 კგ/მ3-ს. ბგერა ხვდება მასალის ფორებში და გავლისას თავის ენერგიას გადასცემს მასალას. მასალის ფორების კედლებზე ან ბოჭკოებთან ხახუნის შედეგად, ის ბგერით ენერგიას გარდაქმნის თბურ ენერგიად.