ბელიზი
ბელიზი - (Belize), სახელმწიფო ცენტრალურ ამერიკაში, იუკატანის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ბელიზის აღმოსავლეთით ესაზღვრება კარიბის ზღვა. ფართობი 23 ათ. კმ2. მოსახლეობა 312,9 ათ. კაცი (2012). ოფიციალური ენა - ინგლისური. დედაქალაქი - ქ. ბელმოპანი. ადმინისტრაციულად იყოფა 6 ოლქად. ბელიზი დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობის წევრი ქვეყანაა. სახელმწიფოს მეთაურია დიდი ბრიტანეთის მონარქი, წარმოდგენილი გებერალ-გუბერნატორით. საკანონმდებლო ორგანო - ეროვნული კრება (ორპალატიანი პარლამენტი), აღმასრულებელი ორგანო - მთავრობა. ბელიზი დამოუკიდებელი სახელმწიფოა 1991 წლის 21 ნოემბრიდან, ჩამორჩენილი აგრარული ქვეყანაა. მთავარი საზღვაო პორტი - ბელიზი, საერთაშორისო აეროპორტი - სტენლი-ფილდი. შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 1,1 ათ. კაცი (2012). შედგება სახმელეთო ჯარებისაგან, რომლის შემადგენლობაში შედიან სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ქვედანაყოფები. დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებით.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.