ბენინი
ბენინი - (Republique du Benin - რესპუბლიკა ბენინი), სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში. სამხრეთით ესაზღვრება გვინეის ყურე. ფართობი 112,6 ათ. კმ2. მოსახლეობა 9,2 მლნ. კაცი (2012). ოფიციალური ენა - ფრანგული. დედაქალაქი - ქ. პორტო-ნოვო. პრეზიდენტის რეზიდენცია - ქ. კოტონუ. ადმინისტრაციულად იყოფა 6 პროვინციად. სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი. საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი ეროვნული კრება, აღმასრულებელი - მთავრობა. დამოუკიდებელი სახელმწიფოა 1980 წლიდან. ბენინი აგრარული ქვეყანაა. მთავარი საზღვაო პორტი და საერთაშორისო აეროპორტი - კოტონუ. შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 4,7 ათ. კაცი (2012); შედგება სახმელეთო ჯარების - 4,3 ათ., სამხედროსაჰაერო - 0,25 ათ. და სამხედრო-საზღვაო - 0,15 ათ. ძალებისაგან. დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი. 2017.