ბენინი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბენინი (Republique du Benin - რესპუბლიკა ბენინი) – სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში. სამხრეთით ესაზღვრება გვინეის ყურე.

ფართობი – 112,6 ათ. კმ2.

მოსახლეობა – 9,2 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა - ფრანგული.

დედაქალაქი - ქ. პორტო-ნოვო.

პრეზიდენტის რეზიდენცია - ქ. კოტონუ.

ადმინისტრაციულად იყოფა 6 პროვინციად. სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი.

საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი ეროვნული კრება, აღმასრულებელი - მთავრობა.

დამოუკიდებელი სახელმწიფოა 1980 წლიდან. ბენინი აგრარული ქვეყანაა.

მთავარი საზღვაო პორტი და საერთაშორისო აეროპორტი - კოტონუ.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 4,7 ათ. კაცი (2012); შედგება სახმელეთო ჯარების - 4,3 ათ., სამხედროსაჰაერო - 0,25 ათ. და სამხედრო-საზღვაო - 0,15 ათ. ძალებისაგან. დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი. 2017.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები