ბეჟანიანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:31, 24 ოქტომბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Masatiani (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბეჟანიანი – ქართულ ფოლკლორში გავრცელებული თქმულება ბეჟანისა და მანიჟეს შესახებ: ფირდოუსის „შაჰ-ნამეში“, საგმირო ამბებთან ერთად, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სამიჯნურო თავგადასავლებს. ერთი მათგანია ბეჟანიანი, რომლის ქართული თარგმანი შესულია „როსტომიანში“. ბეჟანიანი გასცილდა ლიტერატურულ გარემოს და ზეპირსიტყვიერებაშიც დამკვიდრდა. ბეჟანიანის გავრცელებაზე მიგვითითებს მრავალრიცხოვანი ვარიანტები, რომელნიც ხელნაწერების სახით დაცულია სიძველეთსაცავებში, ან გამოქვეყნებულია პერიოდულ პრესასა და კრებულებში. ბეჟანიანის პირველი ჩანაწერები გვხვდება პ. უმიკაშვილის კოლექციაში ერთი მათგანი დათარიღებულია 1864 წლით. ბეჟანიანის მწიგნობრული ტექსტი პირველად დაიბეჭვდა 1873 წ, უკანასკნელად 1934 წ, ხოლო ხალხური --1887 წ. ფოლკლორულ-შემკრებლობითმა მუშაობამ აჩვენა რომ ბეჟანიანი კვლავ პოპულარულია. მწიგნობრული ბეჟანიანის ფოლკლორში გასვლა XVII საუკ. იწყება.

ე. მაცაბერიძე


ლიტერატურა

  • (ფირდოუსი) ბეჟანიანი, 1873;
  • როსტომ-ქაბუკი, ივერია, 1887, № 214;
  • ფირდოუსი, შაჰ-ნამე, ქართული ვერსიები, ტ. II, ტფ., 1934;
  • შანიძე, ა., შაჰ-ნამეს ერთი ეპიზოდი ქართულ ფოლკლორში, „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, 1, თბ., 1935;
  • მაცაბერიძე, ვ., „ბეჟანიანის ხალხური ვერსიები“. „ქართული ფოლკ- ლორი“, I-II, თბ., 1964,

იხილე აგრეთვე: შაჰ-ნამეს ქართული ვერსიები[[1]]

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები