ბეტონის თბოფიზიკური თვისება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:41, 19 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბეტონის თბოფიზიკური თვისება – რკინაბეტონის კონსტრუქციებისა და ნაგებობების საიმედო ექსპლუატაციისათვის მნიშვნელოვანი მახასიათებელი, რომელშიც შედის: თბოგამტარობა, თბოტევადობა და ტემპერატურული დეფორმაცია. შემომზღუდავი კონსტრუქციის მასალის თბოფიზიკური თვისება განსაზღვრავს შენობის თბურ დაცვას, მზიდი კონსტრუქციის მასალის თბოფიზიკური თვისება – მის ქცევას ხანძრის ან სხვა ფაქტორების მოქმედების შედეგად. ეს თვისებები გაითვალისწინება შენობების, ნაკეთობებისა და კონსტრუქციების დაპროექტებისას.