ბეტონის კონსტრუქციები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:30, 15 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბეტონის კონსტრუქციები და ნაკეთობებიშენობებისა და ნაგებობების ელემენტები, შესრულებული უარმატურო ან სუსტად დაარმირებული (კონსტრუქციული) ბეტონისაგან. რადგანაც ასეთი კონსტრუქციები ცუდად მუშაობენ ჭიმვაზე, ამიტომ მათ იყენებენ მხოლოდ კუმშვაზე მომუშავე კონსტრუქციებში. ბეტონის ყველაზე გავრცელებული კონსტრუქციებია: საძირკვლები, კედლის ბლოკები, სვეტები, თაღები, ხიდის ბურჯები, საგზაო და ტროტუარის ფილები, ჰიდროტექნიკური ნაგებობების ელემენტები და სხვ. კონსტრუქციულად მასიურ ნაგებობებს (მაგ., კაშხლებს, დიდი ზომის საძირკვლებს, საყრდენ კედლებს), როგორც წესი, აგებენ მონოლითური ბეტონისაგან.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები