ბეტონის ცოცვადობის დეფორმაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:57, 1 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბეტონის ცოცვადობის დეფორმაციაბეტონის დეფორმაციის თანდათანობითი ზრდა დროში მუდმივი დატვირთვის ქვეშ. ცოცვადობის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს ბეტონისა და გარემოს ტენიანობა. წყალში მოთავსებული ბეტონის ცოცვადობა გაცილებით ნაკლებია მშრალი ბეტონის ცოცვადობაზე. ცოცვადობა იწვევს სამშენებლო კონსტრუქციის ჩაღუნვის მნიშვნელოვან ზრდას. ის უარყოფითად მოქმედებს წინასწარ დაძაბულ რკინაბეტონის მუშაობაზე, რადგან ამცირებს წინასწარი დაძაბვის სიდიდეს. ბეტონის ცოცვადობის დეფორმაცია განსაკუთრებით ინტენსიურად მიმდინარეობს დატვირთვის პირველ დღეებში, შემდეგ კი თანდათანობით იკლებს. ძაბვის ზრდასთან ერთად ცოცვადობაც იზრდება, დაწყებული 0,4-0,5R-დან, დეფორმაცია ვითარდება არაწრფივად. ხოლო თუ ძაბვა გადააჭარბებს 0,8R-ს, მაშინ დეფორმაციამ შესაძლოა ბეტონის დაშლა გამოიწვიოს. ერთი და იმავე ძაბვის დროს გაჭიმვის ცოცვადობა მეტია, ვიდრე კუმშვისა. ცოცვადობაზე მოქმედებს: ცემენტის სახეობა და ხარჯი, წყალცემენტის ფარდობა, შემვსების სახეობა და ზომები, ბეტონის შემკვრივების ხარისხი, დატვირთვის სიდიდე და ხანგრძლივობა, გარემოს ტემპერატურა, ტენიანობა და სხვ. ცოცვადობის დეფორმაცია იზრდება ცემენტის ხარჯისა და წ/ც ფარდობის ზრდით, შემვსების ზომების შემცირებისა და დეფორმადობის მატებით (მაგ., მსუბუქი ფორიანი შემვსების გამოყენების დროს). მსუბუქი ბეტონის ცოცვადობა იმავე სიმტკიცის მძიმე ბეტონის ცოცვადობაზე მეტია.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები