ბეტონის წყალუჟონადობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:21, 19 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბეტონის წყალუჟონადობაბეტონის თვისება, არ გაატაროს ნიმუშში გარკვეული წნევის წყალი. ის ბეტონის მნიშვნელოვანი ფიზიკური თვისებაა და დამოკიდებულია ბეტონის სიმკვრივესა და სტრუქტურაზე. ბეტონის წყალუჟონადობა შეიძლება ავამაღლოთ მისი ზედაპირის დაფარვით მკვრივი დუღაბით, რისთვისაც გამოიყენება პნევმატიკური მეთოდი (ტორკრეტირება). სითხეები, რომლებსაც აქვთ ერთზე ნაკლები სიმკვრივე და მცირე სიბლანტე (ნავთი, ბენზინი, საპოხი ზეთი და სხვ.), ბეტონში გაიჟონება წყალზე თავისუფლად. მძიმე ნავთობპროდუქტების შესანახ ცისტერნების ბეტონის ზედაპირს სამჯერ ფარავენ თხევადი მინით, რომელსაც ამაგრებენ კალციუმის ქლორიდის ხსნარით. ბენზინისა და ნავთის გაჟონვისაგან დასაცავად ბეტონის ზედაპირს ფარავენ პლასტმასის აფსკით, ან ბეტონს ამზადებენ სპეციალურ გაფართოებად ან შეუკლებ ცემენტზე.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები