ბეტონის ხანგამძლეობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:23, 19 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბეტონის ხანგამძლეობა – ბეტონის სამსახურის ვადა კონკრეტულ კლიმატურ პირობებში და ექსპლუატაციის რეჟიმში, საექსპლუატაციო თვისებების შენარჩუნებით. რკინაბეტონის კონსტრუქციებისათვის გათვალისწინებულია ხანგამძლეობის 3 ხარისხი: პირველი შეესაბამება არანაკლებ 100 წლის სამსახურს, მეორე არანაკლებ – 50, მესამე არანაკლებ – 20 წელს. ხანგამძლეობა განისაზღვრება მასალის ფიზიკური, მექანიკური და ქიმიური თვისების ერთიანობით. იგი ფასდება ექსპლუატაციის კონკრეტული პირობის გათვალისწინებით.