ბეტონის ჰიდროსაიზოლაციო მემბრანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:28, 19 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბეტონის ჰიდროსაიზოლაციო მემბრანაბეტონის არაჰიდროფობური კრისტალური საიზოლაციო დანამატი. წყალთან შერევისას ბეტონის ჰიდროსაიზოლაციო მემბრანა შედის რეაქციაში და წარმოიქმნება მილიონობით ნემსისებრი კრისტალი. ეს კრისტალები იზრდება და ავსებს კაპილარულ ფორებს, მიკრობზარებსა და ნაპრალებს ბეტონში, ბლოკავს წყლის ნაკადს. პროცესი უზრუნველყოფს უწყვეტ ჰიდროიზოლაციას წლების განმავლობასში. ბეტონის ჰიდროსაიზოლაციო მემბრანა ამცირებს ჰიდროიზოლაციის ხარჯებს 40%-მდე, ამცირებს რემონტის ხარჯებს, ზრდის საიმედოობას, უსაფრთხოა სასმელ წყალთან კონტაქტის შემთხვევაში, აჩვენებს უმაღლესი დონის წყალგაუმტარობას, ავლენს თვითჰერმეტიზაციის თვისებას, ახანგრძლივებს ბეტონის საექსპლუატაციო ვადას, იცავს არმატურას კოროზიისაგან, უძლებს მაღალ ჰიდროსტატიკურ წნევასა და სხვ. მისი გამოყენება რეკომენდებულია: ყველა სახის ბეტონისათვის, მიწისქვეშა პარკინგის, ჭის, კაშხლის, ხიდის ბურჯის, სარდაფის, გვირაბის, საცურაო აუზის, რეზერვუარის, საძირკვლის, ბეტონის ფილისა და მისთ. ჰიდროსაიზოლაციოდ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები