ბეტონის ჰიდროფობულ-მაპლასტიფიცირებელი დანამატი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:32, 19 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბეტონის ჰიდროფობულ-მაპლასტიფიცირებელი დანამატი – ბეტონის დანამატი, რომელიც გამოიყენება აგრესიულ გარემოში ბეტონისა და დუღაბის ჰიდროფობური მედეგობის გაზრდისათვის, ბეტონის ხანმედეგობის ასამაღლებლად და უჯრედოვანი ბეტონის ზედაპირის ჰიდროფობიზაციისათვის. მას მიეკუთვნება კაჟბადორგანული სითხეები: ნატრიუმის მეთილსილიკონატი, ნატრიუმის ეთილსილიკონატი და ეთილჰიდროსილიკონის სითხე.