ბიბლიოვიკი
ბიბლიოვიკში მონაცემების შეტანა, განახლება და რედაქტირება შესაძლებელია მხოლოდ ბიბლიოვიკის ადმინისტრატორის მიერ. |
ეს არის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მონაცემთა ბაზა, რომელშიც თავმოყრილია ქართველი და უცხოელი ავტორების მიერ გამოცემული ენციკლოპედიური ხასიათის სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული სტატიები.
რჩეული სტატიაევროპარლამენტი - ევროკავშირის ერთადერთი პირდაპირ არჩევითი ინსტიტუტია. 1979 წლამდე მისი ფუნქციები მნიშვნელოვნად შეკვეცილი იყო და ევროპულ პოლიტიკაზე ნაკლებად ახდენდა გავლენას. თუმცა, 1979 წლის პირველი პირდაპირი არჩევნების შემდეგ, მასშტაბური რეფორმების კვლადაკვალ, მისი ძალაუფლება ეტაპობრივად იზრდებოდა. ლისაბონის ხელშეკრულების საფუძველზე კი, ევროპარლამენტი სრულფასოვანი და ევროკავშირის საბჭოს თანასწორი თანაკანონმდებელია. მას მნიშვნელოვანი საკანონმდებლო, საზედამხედველო, საბიუჯეტო და საგარეო ფუნქციები გააჩნია და ევროკავშირის პოლიტიკასა და მომავალზე არსებითი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. მართლაც, ამჟამად ევროპარლამენტი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საპარლამენტო ინსტიტუციაა. სრულად...
|
დღის სტატიადავით აღმაშენებელი − (1073–1125), ერთიანი საქართველოს მეფე 1089-1125 წლებში, გიორგი II-ის ძე. დიდი სახელმწიფო მოღვაწე და ძლევამოსილი მხედართმთავარი, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში. დავით აღმაშენებელის სახელმწიფო მოღვაწეობის პერიოდი ქართველი ხალხის გამორჩეული ღირსსახსოვარია. XI საუკუნის II ნახევარში საქართველოში შემოიჭრნენ თურქ-სელჩუკთა მომთაბარე ტომები. ისინი, ჯერ კიდევ ბაგრატ IV-ის მეფობის დროს თავს დაესხნენ ჩვენს ქვეყანას და დიდი ზიანი მიაყენეს მას. ბაგრატ IV-მ დროებით მოახერხა ამ უზარმაზარი სამხედრო ძალის მოგერიება და შეჩერება, მაგრამ მისი შვილის გიორგი II-ის დროს მდგომარეობა ძალიან გართულდა. სრულად... |
დღის სურათი
|
პაპირუსიპაპირუსი – ისლისებრთა ოჯახის მრავალწლოვანი მცენარე. 5 მ-მდე სიმაღლის სამწახნაგოვანი ღერო და ვიწრო, გრძელი ფესვთანური ფოთლები აქვს. მცენარე, რომლის ნახვა დღეს მხოლოდ კაიროს ბოტანიკურ ბაღში შეიძლება, ერთ დროს ეგვიპტური ლანდშაფტის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. ნადირობის და თევზაობის სცენები, რომლებიც ეგვიპტელი დიდებულების სამარხების კედლებს ამშვენებს, უფრო ხშირად სწორედ პაპირუსის ბარდების ფონზეა წარმოდგენილი. სრულად... |